• Skip to primary navigation
  • Skip to main content
  • Skip to primary sidebar
SHAREs Logo
საინფორმაციო პორტალი საქართველოში
ენერგეტიკული გაერთიანებები
  • გამოყენება
    • საუკეთესო პრაქტიკა
    • ვიდეოები
    • სიახლეები
  • მიიღე ინფორმაცია
    • პროექტის კონცეფცია
    • დაფინანსება
    • კანონმდებლობა
    • ხშირად დასმული კითხვები
  • შეაფასე
    • შეფასების ინსტრუმენტები
    • გზამკვლევი
    • სურათების ბაზა
  • წევრების მიღება
    • სამიზნე ჯგუფის პროფილები
    • წევრების ტიპები
    • ძირითადი გზავნილები
    • დამხმარე მასალები
    • კომუნიკაცია
  • გააქტიურდი
    • როგორ დავიწყოთ
    • განსაზღვრეთ თქვენი პროექტი
    • მიიღე მხარდაჭერა
  • Show Search
Hide Search
Home/პროექტის კონცეფცია/მოიჯარის მოდელი

მოიჯარის მოდელი

საკუთარი შენობაზე ფოტოელექტრული სისტემების დამონტაჟება არის მიღებული პრაქტიკა, მაგრამ შენობის მესაკუთრეს და მოიჯარეს აღნიშნული მოდელის მეშვეობით შეუძლიათ თავისი წვლილი შეიტანონ ელექტროენერგეტიკის მწვანე გარდაქმნაში. მოიჯარის მოდელში, მესაკუთრის შენობაზე დამონტაჟებული მზის პანელით წარმოებული ელექტროენერგიის ნაწილი შეიძლება მოხმარებული იყოს შენობაშივე, მოიჯარეების მიერ. ელექტროენერგიის განაწილება ხდება გამანაწილებელი ქსელის მიღმა. ამავროულად, ჭარბი ელექტროენერგიის მიწოდება ხდება სისტემაში, ხოლო დეფიციტის დროს, მომხმარებელი სისტემიდან იღებს ელექტროენერგიას.

საკვანძო კითხვები

რა არის მიზანი? | პროექტის სარგებელი

ენერგეტიკული გაერთიანება აწარმოებს სუფთა და იაფ ელექტროენერგიას და ყიდის მას მოიჯარეებზე მრავალბინიან საცხოვრებელ კონპლექსში.

როგორ მივაჭრიოთ მიზანს? | საკვანძო აქტივობები

ენერგეტიკული გაერთიანება სახურავის გამოყენებისთვის უხდის ქილას შენობის მესაკუთრეს და წარმოებულ ელექტროენერგიას ყიდის მოუჯარეებზე. ელექტროენერგიის საფასური არის ქირის დამატებითი საფასური.

რა გვჭიდება მიზნის მისაღწევად? | საკვანძო რესურსები

საჭირო წვდომა მრავალბინიანი კომპლექსის სახურავზე, მზის სისტემები და დამხმარე მოწყობილობები, გონიერი აღრიცხვის სისტემა, მშენებლობის მომსახურება, კონტაქტი შენობის მესაკუთრესა და მოიჯარეებთან.

როგორ ხდება მომსახურების მიწოდება? | გაყიდვები და კომუნიკაცია

ელექტროენერგიის პირდაპირი მიყიდვის კონტრაქტები მოუჯარეებთან, ასევე მწვანე ენერგიის მიმწოდებლებთან.

ვინ უნდა მონაწილეობდეს? | თანამესაკუთრეები

ენერგეტიკული გაერტიანება, შენობის მესაკუთრე, მოიჯარე, მწვანე ენერგის მიმწოდებელი.

სამიზნე აუდიტორია | მომხმარებლები

შენობის მესაკუთრეები და მოიჯარეები

სხვა ვისი ჩართულობაა საჭირო? | პარტნიორები

უძრავი ქონების მართვის ორგანიზაციები, ბანკები, მშენებლები, სადაზღვევო კომპანიები.

რა არის მოსალოდნელი მოდება? | შემოსავალი

ელექტროენერგიის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, მხარდაჭერის სქემებიდან მიღებული შემოსავალი და მწვანე ენერგიის მიწოდების პრემიუმი (ასეთი არსებობისას).

რა არის მოსალოდნელი ხარჯი? | დანახარჯები

საინვესტიციო ხარჯი, რაც მოიცავს დაგეგმავს და მშენებლობას, სახურავის ქირა, საოპერაციო ხარჯი, დაფინანსების ხარჯი (საპროცენტო ხარჯი).

გამოწვევები და გადაწყვეტები

გამოწვევები/უარყოფითი მხარე

  • დიდი რესურსი ადმინისტრაციული საქმეებისა და ბილინგისათვის.
  • მრიცხველების ჩანაცვლება გონიერი აღრიცხვის სისტემით, რათა სოწრად მოხდეს წარმოებული ელექტროენერგიის განაწილება.
  • სახურავი შეიძლება არ იყოს გამოსადეგი მონტაჟისა და მზის სისტემის ეფექტიანი გამოყენებისთვის.
  • საჭიროა მოიჯარეების კრიტიკული მასა.
  • მოიჯარის მოდელი გამოკიდებული მომსახურების მიმწოდებლებზე და ამ მომსახურების ხარჯებზე.
  • მზის სისტემები უნდა იყოს შეკეთებული/ჩანაცვლებული დაზიანების შემთხვევაში.

გადაწყვეტები/უპირატესობები

  • ქსელით მომსახურების საფასურის არიდება.
  • იზქრდება ქონების ღირებულება და მიმზიდველობა.
  • ეფექტიანად ხდება ხელმისაწვდომი სივრცის ათვისება.
  • მოქალაქეებს ეცნობიან ენერგოდამოუკიდებლობის და განახლებადი ენერგიების მნიშვნელობას.
  • ონალიან ხელმისაწვდომი საკადასტრო რუკების ხელს უწყობს პროექტი განხორციელებას.
  • სტანდარტული კონტრაქტების გმაოყენება ამცირებს ადმნისტრაიულ ხარჯებს.
  • დაზღვევა ამცირებს მოსალოდნელ ზიანს.

სპპეციფიკური კითხვები

არის ხელმისაწვდომი შესაფერისი სახურავი (მდებარეობა, ზომა და ა.შ.)?

შეამოწმეთ ონლაინ საკადასტრო რუკები, განსაკუთრების მზის რუკები, ასეთის არსებობისას. გამოიყენეთ სხვა ხელმისაწვდომი საშუალება საჭირო ინფორმაციის მისაღებად.

არის მონაწილეების მოსურნე კრიტიკული მასა?

მნიშნველოვანია როგორც შენობის მესაკუთრის, ასევე მოიჯარეების კრიტიკული მასის დაინტერესება. შეგიძლიატ გამოიყენოთ ჩვენ ვებგვერდზე ხელმისაწვდომი კომუნიკაციის საშუალებები მათი დაინტერესებისათვის.

ხელშეკრულებების მომზადება და მოლაპარაკება

საჭირო იქნება სამართლებრივი დახმარება. სტანდარტული ხელშეკრულებების ფორმების შემუშავება მომავალში დაგიზოგავთ ხარჯებს და დროს.

Last updated on September 21, 2023

Best Practice Examples


OurPower

The OurPower Energiegenossenschaft SCE mbH არის განვითარებადი ენერგეტიკული გაერთიანება ავსტრიაში, რომელიც მუშაობს ქვეყნის მასშტაბით peer-to-peer ბაზარზე თავისი…

EWS Elektrizitätswerke Schönau eG

EWS Elektrizitätswerke Schönau eG ჩამოყალიბდა 2009 წელს მოქალაქეთა ინიციატივით, რომელსაც ჩერნობილის რეაქტორის კატასტროფის შემდეგ 1986 წლის 26…

Primary Sidebar

Similar topics

  • გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება (PPA)
  • მოიჯარის მოდელი
საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია

www.aypeg.ge

 

 

  • Facebook
  • LinkedIn
EU Funding Logo
  • პროექტის შესახებ
  • კონტაქტი
  • Imprint & Disclaimer