წარმატებული პროექტის განსახორციელებლად აუცილებელია დასაწყისშივე მისი მასშტაბის და არეალის ნათლად და მკაფიოდ განსაზღვრა. ჩვენი ვებგვერდი დაგეხმარებათ უფრო ზუსტად განსაზღვროთ თქვენი ენერგეტიკული პროექტი. იგი შედგება ცხრა ძირითადი კითხვისგან და თითოეული დაკავშირებულია ერთმანეთთან.
1 პროექტის სარგებელი: რა არის მიზანი?
აღწერეთ თქვენი ენერგეტიკული პროექტის მიზანი და სარგებელი. რა უნდა შესთავაზოს მან თავის წევრებს, კლიენტებს ან მთლიანად საზოგადოებას? რომელ მომსახურებას სთავაზობს და ვის?
თუ რაიმე სახით შთაგონება გჭირდებათ, გადახედეთ არსებული პრაქტიკას. თუ უკვე იცით რისი გაკეთება გსურთ და ეძებთ დეტალურ ინფორმაციას, გადახედეთ არსებული პროექტების კონცეფციებს.
2 როგორ შეგიძლიათ ამ მიზნის მიღწევა?
მიზნის განსაზღვრის შემდეგ უნდა მიუთითოთ როგორ და რომელი აქტივობებით შეგიძლიათ ამ მიზნის მიღწევა. ეს საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს ღონისძიებებს შემდეგ სფეროებში: თანამშრომლობა მომსახურებისა და აღჭურვილობის მომწოდებლებთან, შესყიდვები, მარკეტინგი, განთავსება, კომუნიკაცია, ორგანიზაცია.
აღწერეთ ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობები და შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია პროექტის განსახორციელებლად.
3 ძირითადი რესურსები და შესაძლებლობები: რა გჭირდებათ მიზნის მისაღწევად?
იმისათვის, რომ წარმატებით მიაღწიოთ პროექტის მიზანს, თქვენ უნდა განსაზღვროთ რა გჭირდებათ. ეს შეიძლება მოიცავდეს მაგალითად, ფინანსურ რესურსებს, გამოცდილებას, მიწის საკუთრებას, პროექტის მართვის შესაძლებლობებს ან ტექნიკურ უნარებს.
დაასახელეთ და აღწერეთ თქვენი პროექტისთვის მნიშვნელოვანი რესურსები ან საჭირო შესაძლებლობები. თუ დახმარება გჭირდებათ, გადახედეთ არსებული პროექტების კონცეფციებს.
4 მარკეტინგი და კომუნიკაცია: როგორ მივაწვდინოთ ხმა წევრებს/მომხმარებლებს?
დაუკავშირდით პოტენციურ წევრებს/მომხმარებლებს, რათა მიაწოდოთ ინფორმაცია თუ რას სთავაზობს მათ პროექტი. შეამოწმეთ სამიზნე ჯგუფის პროფილები / წევრების ტიპები იმისათვის, რომ ნახოთ როგორ ჩართოთ ისინი. ჩვენი საკომუნიკაციო აქტივობები გაჩვენებთ, თუ როგორ მოახდინოთ შესაბამისი კომუნიკაცია.
5 თანამფლობელები: ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა?
თქვენს ენერგეტიკულ გაერთიანებაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის წევრები. განსაზღვრეთ, ვინ შეიძლება გახდეს ამ პროექტის თანამფლობელი, მაგალითად:
- ენერგეტიკული საზოგადოების წევრები
- კერძო პირები
- მუნიციპალიტეტები
- ასოციაციები და სხვა ორგანიზაციები
- გარკვეული სოციალური თუ პროფესიული ჯგუფები
- პროექტის მომხმარებლები
- პროექტის პარტნიორები
განსაზღვრეთ თუ რა ტიპის იქნება თქვენი პროექტი: ადგილობრივი, რეგიონული, ეროვნული თუ საერთაშორისო.
6 მომხმარებლები: ვინ არის მთავარი სამიზნე ჯგუფი?
პროექტის მიხედვით, მოწოდებული სერვისები შეიძლება შესთავაზოს იმ მომხმარებლებსაც, რომლებიც არ არიან თანამფლობელები.
განსაზღვრეთ პროექტის თანამფლობელების გარდა რომელ სამიზნე ჯგუფებს აპირებთ მოიცვათ პროექტის ფარგლებში.
7 რომელი გარე დაინტერესებული მხარეები გჭირდებათ?
პროექტის ძირითადი აქტივობების წარმატებით განსახორციელებლად, თანამფლობელების გარდა ხშირად საჭიროა გარე პარტნიორებიც, როგორიცაა:
- მომწოდებლები
- ექსპერტები (მრჩევლები სტარტაპებისთვის, იურიდიული მრჩევლები, ტექნიკური მრჩევლები)
- სხვა დაინტერესებული მხარეები (მერები, პოლიტიკოსები, მისაბაძი მაგალითები),
- დაფინანსების პარტნიორები (სპონსორები, ბანკები)
- მომსახურების პარტნიორები (ხელოსნები, მოიჯარეები)
განსაზღვრეთ რომელი პარტნიორები არიან მნიშვნელოვანი თქვენი პროექტისთვის.
8 რა არის მოსალოდნელი შემოსავალი?
დაფინანსება ნებისმიერი პროექტისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. განსაზღვრეთ რა შემოსავლებია პროექტის ფარგლებში მოსალოდნელი და რისთვის იქნება გამოყენებული:
- რა თანხა უნდა გადაიხადონ თანამფლობელებმა, მომხმარებლებმა ან/და პარტნიორებმა ენერგეტიკული პროექტების შესანარჩუნებლად?
- მზად არიან თუ არა გადაიხადონ ეს თანხა პროექტის სერვისების/პროდუქტებისთვის?
- რა შემოსავალი უნდა იყოს გამომუშავებული? ფარავს თუ არა შემოსავალი ხარჯებს? ფასების კუთხით რა მოდელი დაგჭირდებათ (ფიქსირებული ფასები ან/თუ ცვლადი ფასები საჭიროების მიხედვით)?
9 რა არის მოსალოდნელი ხარჯები?
აღწერეთ მოსალოდნელი ხარჯები და ამ ხარჯების დასაფარად ასევე პოტენციური შემოსავლის რესურსები.
- რა არის ძირითადი ხარჯები ძირითადი საქმიანობისთვის ან ძირითადი რესურსებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის?
- რა სახის ხარჯებია გაწეული და რა ოდენობით?
- რა არის კაპიტალის საჭიროება?
- რა პირადი ძალისხმევაა საჭირო პროექტის შემუშავებისა და ფუნქციონირებისთვის (მაგ. მოხალისეობის დრო)?
დაგეგმვის ამოსავალი წერტილი არის ეკონომიკურად ჯანსაღი კონცეფცია. მასზეა დამოკიდებული დაფინანსების შესაძლებლობებიც. ბევრი ბანკი ითხოვს ბიზნეს გეგმას, რომელიც დეტალურად აღწერს ბიზნეს მოდელს და მოიცავს მომგებიანობის გამოთვლებს. თუ ახალი იურიდიული პირის შექმნა გჭირდებათ, გაეცანით ენერგეტიკული გაერთიანებების იურიდიულ ფორმებს და გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალ კონსულტანტთან.