ენერგეტიკული გაერთიანების ჩამოყალიბებამდე არსებობს მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელთა გადაწყვეტაც დასაწყისშივე, პროექტის შედგენის ეტაპზე უნდა მოხდეს, მათ შორის გათვალისწინებული უნდა იყოს სამართლებრივი და ადმინისტრაციული ფორმალობები.
ქვემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები დაგეხმარებათ თქვენი ენერგეტიკული გაერთიანების ან ერთობლივი ქმედების ჩამოყალიბებაში. ნაბიჯების თანმიმდევრობა დამოკიდებულია თქვენი პროექტის ინდივიდუალურ გარემოებებზე, მათ შორის ზოგიერთი ნაბიჯი შესაძლებელია შესრულდეს ერთდროულად.
1განსაზღვრეთ თქვენი ენერგეტიკული გაერთიანების მიზნები
განსაზღვრეთ პრიორიტეტები და სექტორი, რომლითაც გსურთ დაწყება: ელექტროენერგია, გათბობა თუ მობილობა. რა თქმა უნდა, თქვენი პროექტი შეიძლება მოიცავდეს სამივე სექტორს, მაგრამ დასაწყისში ერთ კონკრეტულ სექტორზე ფოკუსირება შესაძლებელია უფრო ადვილი იყოს. შესაბამისად განსაზღვრეთ მიზნები, ქვემიზნები და მათი მიღწევის რეალისტური ვადები.
თქვენი ენერგეტიკული გაერთიანების ჩამოყალიბებამდე გაეცანით სხვა ენერგეტიკული გაერთიანებების მაგალითებს.
2მიიღეთ საჭირო ინფორმაცია ენერგეტიკული გაერთიანების, ტექნოლოგიებისა და პროექტის კონცეფციის შესახებ
გახადეთ თქვენი პროექტი წარმატებული მისი ტექნიკური და ეკონომიკური პარამეტრების დაგეგმვის გზით. გაეცანით ენერგეტიკული გაერთიანების პროექტის სხვადასხვა კონცეფციას.
ამ ეტაპზე თქვენ არ მოგეთხოვებათ იყოთ ყველაფრის ექსპერტი, თუმცა უნდა გქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ენერგეტიკული გაერთანების ყველა ასპექტის შესახებ. ენერგეტიკული გაერთიანების შესახებ უფრო მეტი დეტალის გასაგებად, გაეცნოთ დაფინანსების შესაძლებლობებს ან საკანონმდებლო ბაზას, რომელთანაც შემდგომში მოგიწევთ მუშაობა.
3ისაუბრეთ იმ ადამიანებთან, რომელთაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ თქვენს იდეას
თქვენი მიზნების მიღწევა და ენერგეტიკული გაერთიანების პროექტის განვითარება უფრო მარტივია თქვენი თანამოაზრეებისა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრების მხარდაჭერით. ამიტომ, ესაუბრეთ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ თქვენს იდეას.
იდეალურ შემთხვევაში შეეცადეთ ჩართოთ ისინი, ვინც:
- მხარს დაუჭირეთ თქვენს იდეებსა და მიზნებს;
- არიან საზოგადოებისთვის ცნობადი, აქვთ ნდობა კარგი რეპუტაცია;
- მზად არიან დახარჯონ გარკვეული თავისუფალი დრო პროცესის მხარდასაჭერად.
ადამიანთა შესაფერისი ჯგუფების დასადგენად, შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენი წევრების ტიპებს და ჩვენი სამიზნე ჯგუფის პროფილებს. მათთან გასაუბრებამდე განსაზღვრეთ ძირითადი გზავნილები, რომელთა განხილვაც გსურთ.
თქვენ ასევე შეგიძლიათ მოემზადოთ დამხმარე მასალებისა და საკომუნიკაციო აქტივობების გზამკვლევის გამოყენებით.
4 ესაუბრეთ სხვა ენერგეტიკულ გაერთანებებს
დაუკავშირდით სხვა განახლებადი ენერგეტიკული გაერთანების დამფუძნებლებს. მათი გამოცდილება დაგეხმარებათ საკუთარი პროცესების გამარტივებაში და დროის დაზოგვაში. ყოველთვის კარგია ესაუბრო რამდენიმე ენერგეტიკულ გაერთიანებას. თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ მათ თქვენს თანამოაზრეებთან ერთად, რათა ნახოთ, როგორ განხორციელდა სხვა ენერგეტიკულ გაერთიანების პროექტები.
5განსაზღვრეთ თქვენი ენერგეტიკული გაერთიანების პროექტი
დროა მკაფიოდ განსაზღვროთ თქვენი პროექტი ჩვენი შეფასების ინსტრუმენტებისა და გზამკვლევების დახმარებით. ენერგეტიკული გაერთიანებების მთავარი მიზანია განახლებადი ენერგიის ან ენერგოეფექტურობის კუთხით ახალი პროექტების შექმნა, რათა შემცირდეს წიაღისეული ენერგიის გამოყენება თქვენს ენერგეტიკულ გაერთიანებაში. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ, მაგალითად, უფრო ფართო გაერთიანების საკუთრებაში არსებული მზის მიკრო ელექტროსადგურით საჯარო შენობაზე განთავსებით ან ყურადღება გაამახვილოთ უბნის გათბობის მცირე ქსელის მოწყობაზე. მიიღეთ შთაგონება საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებით და შეიტყვეთ მეტი პროექტის შესაძლო კონცეფციების შესახებ.
დაუკავშირდით სისტემის ადგილობრივ ოპერატორს, რათა გაიგოთ მეტი თქვენი ადგილობრივი გარემოებებისა და შესაძლებლობების შესახებ.
თუ დახმარება გჭირდებათ, გადახედეთ ჩვენს ხშირად დასმულ კითხვებს ან ნახეთ თქვენი ვარიანტები ეროვნული და საერთაშორისო მხარდაჭერისთვის .
6პროექტში ჩართეთ მერი და ქალაქის/მუნიციპალიტეტის მმართველი ერთეულები
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი პოლიტიკოსების ჩართულობა, როგორიცაა მერები ან მუნიციპალიტეტის/საკრებულოს წევრები, არ არის არსებითი ენერგეტიკული საზოგადოების ყველა პროექტისთვის, რეკომენდებულია მათი ჩართვა და მოტივაცია თქვენს მხარდასაჭერად.
თუ მოახერხებთ მუნიციპალიტეტის/ქალაქის როგორც პროექტის მხარდამჭერის ჩართულობას, ბევრი საკითხი გაგიადვილდებათ, მათ შორის რეკლამა, პოპულარიზაცია, სამართლებრივი ასპექტები, საზოგადოებრივი მიწის ან სხვა სახის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა (მაგ. PV სისტემებისთვის საჯარო სახურავებზე) და ა.შ.
7ჩართეთ პროფესიონალი დაგეგმვაში
პირველი ენერგეტიკული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, როგორც ენერგეტიკულ გაერთიანებას. შესაძლოა დაგჭირდეთ დაგეგმვის პროფესიონალები. თუმცა მცირე პროექტის შემთხვევაში, შესაძლოა პროექტი თქვენი ან თქვენი მხარდამჭერების მიერ დაიგეგმოს. ან იქნებ ასეთი დამგეგმავები თქვენი ენერგეტიკული გაერთიანების წევრებშიც მოიძებნოს? ჰკითხოთ სხვებს და მიიღეთ რჩევა, რომელ პროფესიონალ დამგეგმავებთან ჰქონდათ მუშაობის გამოცდილება.
8დააზუსტეთ თქვენი გაერთიანების სამართლებრივი ფორმა, პასუხისმგებლობები და ბიზნეს მოდელი
ეტაპობრივად, მხარდამჭერებთან ერთად, თქვენ უნდა განსაზღვროთ თქვენი გაერთიანების სამართლებრივი ფორმა და ბიზნეს მოდელი. შეიძლება დაგჭირდეთ იურიდიული, ტექნიკური და ფინანსური რჩევა. გადახედეთ საკანონმდებლო და დაფინანსების სექციებს, რომ მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია და აირჩიოთ საუკეთესო ვარიანტები თქვენი პროექტისთვის.
9მიიღეთ მხარდამჭერთა კრიტიკული მასა
ახლა, როდესაც თქვენ უკვე განსაზღვრეთ თქვენი პროექტის იდეა, გაესაუბრეთ არსებულ ენერგეტიკულ გაერთიანებებს და გაერთიანეთ პირველი ძირითადი მხარდამჭერები, დროა მიაღწიოთ წევრთა კრიტიკულ მასას.
თქვენ არ გჭირდებათ იყოთ პროფესიონალი კომუნიკაციის სფეროში, რომ წარმატებით გამოიყენოთ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხები. ჩვენი ვებგვერდის “წევრების მიღების” განყოფილება გეხმარებათ სხვა ადამიანებთან დაკავშირებაში. ეს შეიძლება მოიცავდეს იმ ადამიანებთან პირად კავშირზე გასვლას, რომლებიც მნიშვნელოვანნი არიან თქვენი პროექტისთვის, რომელთაც შეუძლიათ თქვენი არსებობის დაფიქსირება სოციალურ მედიაში, სტატიების წერა გაზეთებში ან ფლაერების გავრცელება.
თუ გსურთ შემოთავაზებული მასალის პერსონალიზირება, გადახედეთ ჩვენსი სურათების მონაცემთა ბაზას. ყველა სურათის გამოყენება სრულიად უფასოა.
10გაერთიანებისთვის მოაწყეთ საინფორმაციო ღონისძიება
მოქალაქეების ჩართვის მიზნით, შეგიძლიათ გამართოთ პრეზენტაციები საინფორმაციო ღონისძიებებზე ან თუნდაც მოაწყოთ საკუთარი ღონისძიება. ჩვენ ვებგვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ მარტივად გამოსაყენებელი დამხმარე მასალები სხვადასხვა მიზნებისათვის.
11ჩამოაყალიბეთ თქვენი ენერგეტიკული გაერთიანება ოფიციალური სახით!
მზად ხართ შექმნათ თქვენი ენერგეტიკული გაერთიანება? გილოცავთ! ბიზნეს მოდელისა და თქვენი პროექტის გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმის მიხედვით, ეს შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა სამართლებრივ ნაბიჯებს.
გაერთიანების, უკვე როგორც სამართლებრივი ფორმით დაფუძნება იდეალური შესაძლებლობაა შესაბამისი ღონისძიების გასამართად, რომელიც თქვენს ენერგეტიკულ საზოგადოებას დამატებით ხილვადობას მისცემს.
12ნება მიეცი შენს პროექტს დაიწყოს ფრენა
ახალი ენერგეტიკული პროექტების დასაწყებად, შეიძლება დაგჭირდეთ მეტი მოქალაქის ჩართვა მონაწილეობის მისაღებად. სამიზნე ჯგუფის პროფილები და წევრების ტიპები ასახავს იმას, თუ როგორ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და მოტივაცია მისცეთ მათ.