• Skip to primary navigation
  • Skip to main content
SHAREs Logo
საინფორმაციო პორტალი საქართველოში
ენერგეტიკული გაერთიანებები
  • გამოყენება
    • საუკეთესო პრაქტიკა
    • ვიდეოები
    • სიახლეები
  • მიიღე ინფორმაცია
    • პროექტის კონცეფცია
    • დაფინანსება
    • კანონმდებლობა
    • ხშირად დასმული კითხვები
  • შეაფასე
    • შეფასების ინსტრუმენტები
    • გზამკვლევი
    • სურათების ბაზა
  • წევრების მიღება
    • სამიზნე ჯგუფის პროფილები
    • წევრების ტიპები
    • ძირითადი გზავნილები
    • დამხმარე მასალები
    • კომუნიკაცია
  • გააქტიურდი
    • როგორ დავიწყოთ
    • განსაზღვრეთ თქვენი პროექტი
    • მიიღე მხარდაჭერა
  • Show Search
Hide Search
Home/Best Practices/OurPower

OurPower

The OurPower Energiegenossenschaft SCE mbH არის განვითარებადი ენერგეტიკული გაერთიანება ავსტრიაში, რომელიც მუშაობს ქვეყნის მასშტაბით peer-to-peer ბაზარზე თავისი წევრების მიერ გამომუშავებული განახლებადი ელექტროენერგიისთვის. 2019 წლის აგვისტოდან ბაზარი მომხმარებელს საშუალებას აძლევს  ელექტროენერგია უშუალოდ მათი რეგიონის ელექტროსადგურებიდან შეიძინონ. ეს კი ელექტროენერგიის შეძენას გადაზრდის ურთიერთობების გაღრმავებაში. OurPower მართავს შესაბამის ონლაინ სერვისებს, ასევე ელექტროენერგიის მიწოდებისა და ანგარიშსწორების მთელ პროცესს. OurPower-ის გენერატორების პორტფოლიო მოიცავს ყველა სახის ჩაშენებულ განახლებადი ენერგიის გენერატორს მცირე მზის PV-ზე, მცირე ქარის ელექტროსადგურიდან და რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგურიდან ბიომასის სადგურებამდე. გარდა ამისა, OurPower ხელს უწყობს მოქალაქეთა ენერგეტიკული პროექტების განვითარებას და ეხმარება დამწყებებს საკუთარი ენერგეტიკული გაერთიანების ჩამოყალიბებაში და მათ გაძლიერებაში, რაც თავის მხრივ წარმოადგენს მთავარ მიზანს. აქედან გამომდინარე, OurPower მჭიდროდ თანამშრომლობს ენერგეტიკისა და კლიმატის მოდელ რეგიონებთან.

იმისთვის, რომ ცვლილება განვახორციელოთ, ჩვენ, მოქალაქეებმა, ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი საკუთარ ხელში უნდა ავიღოთ.

ულფერტ ჰონე

Master of Ceremony

საინფორმაციო ფურცელი

  • ადგილმდებარეობა:
    ვენა, ავსტრია
  • გამოყენებული ენერგიის გამომუშავების ტექნოლოგიები: :
    მზე, ქარი, ჰიდრო, ბიოგაზი
  • წევრების რაოდენობა:
    600-ზე მეტი
  • დაფინანსების მოდელი:
    კოოპერატივი
  • რეგიონული დაფარვა:
    ეროვნული
  • ენერგეტიკული გაერთიანების აქტივობები:
    განახლებადი ენერგიებით მოქალაქეებს შორის ვაჭრობის პლატფორმა (შესაბამისი პლატფორმა, ბაზარი)
  • ვებგვერდი:
    OurPower – die Energiecooperative

ჩვენი ისტორია

სად/როგორ გაგიჩნდათ პირველად თქვენი ენერგეტიკული გაერთიანების შექმნის იდეა?

OurPower-ის საბჭოს სამი წევრიდან ერთ-ერთს – ულფერტ ჰონეს დაახლოებით ხუთი წლის წინ მოუვიდა იდეა OurPower-ის შესახებ: ბაზარი, რომელიც ელექტრო ენერგიის შესყიდვას ურთიერთობად აქცევს, ბაზარი, სადაც შეგიძლიათ მიყიდოთ საკუთარი ელექტროენერგია მეზობლებს. თუ თქვენ ცხოვრობთ ქარის ელექტროსადგურის ახლომახლო, უნდა შეგეძლოთ ელექტროენერგიის ყიდვა უშუალოდ ქარის ელექტროსადგურიდან და იცოდეთ, რომ ფული რეალურად რჩება რეგიონში, რაც ზრდის დინამიკას ენერგეტიკულ ტრანზიციაში.

2018 წლის ოქტომბერში 19 დამფუძნებელმა საბოლოოდ დააარსა OurPower, ერთი რამ ცხადი იყო: თავიანთი იდეის განსახორციელებლად მათ ბევრის ძალა სჭირდებოდათ. დღესდღეობით განახლებადი ენერგიის 200-ზე მეტი მწარმოებელი ყიდის ელექტროენერგიას 1000-ზე მეტ მომხმარებელზე..

რა ხდის თქვენს ენერგეტიკულ გაერთიანებას განსაკუთრებულს?

როგორც საერთო კარგზე ორიენტირებული ელექტროენერგიის გაერთიანება, ჩვენ ვართ პირველი მოქალაქეების ენერგეტიკული გაერთიანება ავსტრიაში და ჩვენი მიზანია ერთობლივი ძალით მივაღწიოთ განახლებადი ენერგიის 100%-ს ელექტროენერგიის სექტორში 2030 წლისთვის ავსტრიაში. ენერგეტიკული გარდაქმნის მისაღწევად საჭიროა რადიკალურად გადავხედოთ ენერგეტიკულ ბაზარს. ამის საფუძველია ელექტროენერგიის ბაზრის დემოკრატიზაცია, შორს საერთო ინტერესებიდან, წინ მოქალაქეების ინტერესებისკენ.

რაშია თქვენი განსაკუთრებული ძალა?

OurPower მოქალაქეებს აძლევს საშუალებას თავად გაუმკლავდნენ ენერგეტიკულ ტრანზიციას. საჭირო აღარ არის ელექტროენერგიის ანონიმურად ყიდვა დიდი ელექტრო მომწოდებლებისგან. ამის ნაცვლად, უნდა მოიძებნოს ახალი გზები კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. ჩვენ OurPower-ში ვქმნით ახალ საფუძველს, ბაზარს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ პირდაპირ იყიდონ და გაყიდონ ელექტროენერგია, ჩადონ ინვესტიცია ელექტროსადგურებში და ენერგეტიკულ მომავალში.

შენი ისტორია

გსურთ გააზიაროთ თქვენი ისტორია?

დაგვიკავშირდით

Last updated on September 15, 2022

უფრო მეტი წაიკითხეთ აქ


ZEZ - Green Energy Cooperative

მწვანე ენერგიის კოოპერატივი დაარსდა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივი კომპანიებისა და ორგანიზაციების მოქმედი და ყოფილი…

EWS Elektrizitätswerke Schönau eG

EWS Elektrizitätswerke Schönau eG ჩამოყალიბდა 2009 წელს მოქალაქეთა ინიციატივით, რომელსაც ჩერნობილის რეაქტორის კატასტროფის შემდეგ 1986 წლის 26…

პროექტის კონცეფცია

გახადეთ თქვენი პროექტი წარმატებული ტექნიკური და ეკონომიკური დაგეგმვის გზით. პროექტის კონცეფციის შექმნისას გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები: რომელი ტექნოლოგიის…
საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია

www.aypeg.ge

 

 

  • Facebook
  • LinkedIn
EU Funding Logo
  • პროექტის შესახებ
  • კონტაქტი
  • Imprint & Disclaimer