Energiebezirk Freistadt (EBF) არის არაკომერციული ასოციაცია, რომელიც ჩამოყალიბდა 2005 წელს. იგი აერთიანებს კომპანიებს, ორგანიზაციებს, გაერთიანებებსა და კერძო პირებს, რომლებიც ერთად იმუშაონ მდგრად ენერგომომარაგებაზე Freistadt-ის რაიონში 28 წევრ მუნიციპალიტეტთან ერთად. ამის საფუძველს იძლევა განახლებადი ენერგიის რეგიონალური ფორმების ეკონომიური გამოყენება. EBF, თავისი რეგიონის მოქალაქეებთან ერთად, არის მამოძრავებელი ინოვაციური ძალა ენერგეტიკული წინსვლისთვის.
ყოველთვის დაისახეთ მაღალი მიზანი, თუ ჯერ ყველაფერს ვერ მიაღწიეთ, მომავალში ბევრს მიაღწევთ!
ნორბერტ მიზენბერგერი
მმართველი დირექტორისაინფორმაციო ფურცელი
-
ადგილმდებარეობა:Freistadt, Oberösterreich, Austria
-
გამოყენებული ენერგიის გამომუშავების ტექნოლოგიები:მზე
-
წევრების რაოდენობა:28 მუნიციპალიტეტი
-
დაფინანსების მოდელი:ასოციაცია
-
რეგიონული დაფარვა:რეგიონული
-
ენერგეტიკული გაერთიანების აქტივობები:Crowdfunding პროექტები, PV კონტრაქტის სისტემები, ელექტრო მანქანების გაზიარება
-
ვებგვერდი:https://www.energiebezirk.at
ჩვენი ისტორია
სად/როგორ გაგიჩნდათ პირველად თქვენი პროექტის დაწყების იდეა?
როდესაც ჩვენს რეგიონში ხალხი გამოდიოდა თემელინის ატომური სადგურის წინააღმდეგ, სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ჩვენ ვთქვით, თუ ხალხი რაღაცის წინააღმდეგია, ლოგიკურად, უნდა იყვნენ რაღაცის მომხრეებიც. Freistadt-ის რაიონის გაერთიანებებმა ადრევე აღიარეს (დააფიქსირეს) კლიმატის კრიზისის გამოწვევა და 2005 წელს დაარსდა არაკომერციული ასოციაცია Energiebezirk Freistadt (EBF). მას შემდეგ, EBF ახორციელებს მომავალზე ორიენტირებულ პროექტებს განახლებადი ენერგიების, მდგრადი მობილობის, კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და კლიმატის დაცვის სფეროებში და აკავშირებს პოლიტიკას, ბიზნესს და კერძო პირებს.
ენერგეტიკული გაერთიანებები წარმოადგენენ ახალ ეტაპს ავსტრიის ენერგეტიკული ინდუსტრიისთვის. მოსახლეობას ეძლევა ძალების გაერთიანებისა და ენერგიის გაზიარების შესაძლებლობა. ქარის ელექტროსადგურის Spörbichl-ის გარშემო Windhaag-ში EBF მუშაობს ენერგეტიკული საზოგადოების მშენებლობაზე. ენერგეტიკული საზოგადოება Spörbichl იქნება ერთ-ერთი პირველი ენერგეტიკული გაერთიანება ავსტრიაში.
როგორ დაარწმუნეთ სხვები, რომ შემოერთებოდნენ ენერგეტიკულ გაერთიანებას?
2018 წლიდან EBF ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის რეგიონალიზაციას ჩვენს პარტნიორთან ენერგეტიკულ კოოპერატივ OurPower-თან ერთად. Spörbichl ქარის ელექტროსადგურის ირგვლივ Windhaag-ში, Freistadt-ის მახლობლად, 30-ზე მეტი ელექტროსადგურის ოპერატორი და 200-ზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებელი უკვე არის ქსელში ჩართული და იღებენ ელექტროენერგიას უშუალოდ რეგიონიდან. ამ არსებული ქსელის საფუძველზე, რომელიც ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, უნდა ველოდოთ განახლებადი ენერგეტიკის გაერთიანების შემდგომ განვითარებას.
რა იყო თქვენი მიზანი, რომლის მიღწევაც გინდოდათ, როდესაც პირველად წამოიწყეთ ენერგეტიკული გაერთიანება?
ენერგეტიკული დამატებითი ღირებულება რჩება რეგიონში და ჩვენ ნაკლებად ვართ დამოკიდებული გლობალურ ბაზრებზე.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევები ამ პროცესში?
როგორც ყოველი ადრეული დამწყების შემთხვევაში, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე არსებული ბიუროკრატიული პროცესების გარეშე იწყებს პროექტს, დაბრკოლებები თავიდანვე ბევრია..
რაშია თქვენი განსაკუთრებული ძალა?
ჩვენთან უფრო მეტად, ვიდრე ბევრ სხვა რეგიონში, ძირითადი დაინტერესებული მხარეები უკვე არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან Energiebezirk Freistadt-ის საშუალებით.
შენი ისტორია
გსურთ გაგვიზიაროთ თქვენი ისტორია?