• Skip to primary navigation
  • Skip to main content
SHAREs Logo
საინფორმაციო პორტალი საქართველოში
ენერგეტიკული გაერთიანებები
  • გამოყენება
    • საუკეთესო პრაქტიკა
    • ვიდეოები
    • სიახლეები
  • მიიღე ინფორმაცია
    • პროექტის კონცეფცია
    • დაფინანსება
    • კანონმდებლობა
    • ხშირად დასმული კითხვები
  • შეაფასე
    • შეფასების ინსტრუმენტები
    • გზამკვლევი
    • სურათების ბაზა
  • წევრების მიღება
    • სამიზნე ჯგუფის პროფილები
    • წევრების ტიპები
    • ძირითადი გზავნილები
    • დამხმარე მასალები
    • კომუნიკაცია
  • გააქტიურდი
    • როგორ დავიწყოთ
    • განსაზღვრეთ თქვენი პროექტი
    • მიიღე მხარდაჭერა
  • Show Search
Hide Search
Home/სიახლეები/SHAREs პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

SHAREs პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

April 17, 2024

2024 წლის 3 აპრილს SHAREs პროექტის ფარგლებში გაიმართა პოლიტიკის შემმუშავებელთა რიგით მესამე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. პოლიტიკის შემმუშავებელთა სამუშაო ჯგუფის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შექმნის, განვითარებისა და გაფართოების საკითხებზე მსჯელობა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სემეკის, თბილისის მერიის  და ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე SHAREs პროექტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის გზამკვლევი ენერგეტიკული გაერთიანებების კონცეფციის შესახებ.

შეხვედრაზე ასევე მოეწყო დისკუსია  საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების დანერგვის პერსპექტივებზე და გამოწვევებზე. კერძოდ, დისკუსიის დროს შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს:

  • როგორი უნდა იყოს ენერგეტიკული გაერთიანებების სტატუსი და ფუნქციები; 
  • ელექტროენერგეტიკული ქსელის მზაობა ენერგეტიკული გაერთიენებების მიერ გამომუშავებული განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციისთვის;
  • სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე პროცესი ენერგეტიკული გაერთიანებების მარეგულირებელი ჩარჩოს მიღების პროცესის შესახებ;
  • ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლო როლი ენერგეტიკული გაერთიანებების მხარდაჭერაში.

შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის შესაბამისად დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები და აქტივობები. 

საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია

www.aypeg.ge

 

 

  • Facebook
  • LinkedIn
EU Funding Logo
  • პროექტის შესახებ
  • კონტაქტი
  • Imprint & Disclaimer