
აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენი რეგიონის მომავალზე ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებით!
მოქალაქეების მიერ ორგანიზებული ენერგეტიკული ქმედებებში მონაწილების მიღება ნიშნავს, რომ
… თქვენ ქმნით სამუშაო ადგილებს და ეხმარებით ადგილობრივ ბიზნესს განვითარებაში, რაც იწვევს ადგილობრივი ღირებულების შექმნას
ადგილზე სამუშაო ადგილები იქმნება განახლებადი ენერგიის წარმოების ტექნოლოგიების დამონტაჟების/მოვლა/შეკეთების აუცილებლობის (მაგ., ელექტრიკოსები) ან/და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელების (მაგ. შენობების თერმორემონტი) გამო. ფულის ინვესტირება ხდება ადგილობრივ დონეზე (ნაცვლად წიაღისეული საწვავის იმპორტზე თანხის დახარჯვისა) და უმჯობესდება ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლები, რაც მათ საშუალებას აძლევს დაიქირაონ მეტი (ადგილობრივი) თანამშრომელი.
… თქვენ აძლევთ საშუალებას, რომ ფინანსური რესურსები გავრცელდეს თქვენს მშობლიურ რეგიონში, ნაცვლად იმისა, რომ ფული სხვაგან გამოიყენოთ, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო დიდ ადგილობრივ ღირებულების შექმნის შესაძლებლობას.
ადგილობრივი ბიზნესები და თანამშრომლები, რომლებიც ამონტაჟებენ განახლებადი ენერგიის მოწყობილობებს, ხარჯავენ თავიანთი თანხის უმეტეს ნაწილს ადგილობრივად და ამით ინარჩუნებენ მის რეცირკულაციას. მაშინაც კი, თუ თქვენ არ განახორციელებთ ინვესტიციას განახლებად ენერგიაში ან ენერგოეფექტურ ღონისძიებებში, განახლებადი ენერგიის გაერთიანებაში გაწევრიანებით თქვენ მხარს უჭერთ მათ გაფართოებას თქვენს რეგიონში.
… თქვენ ხდით თქვენს რეგიონს უფრო დამოუკიდებელს წიაღისეული საწვავის იპორტისგან
თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ დასრულდეს დამოკიდებულების საჭიროება უცხოურ წიაღისეულ საწვავზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და მიწოდების უსაფრთხოებას.
… თქვენ იცავთ ერთმანეთს ბაზრის ფასის რყევებისგან
(მწარმოებელ) ბიზნესს გლობალურ ბაზარზე თავი უნდა ქონდეს დამკიდრებული განსხვავებული ჩარჩო პირობებით. ხელმისაწვდომი ენერგია და მიწოდების უსაფრთხოება მათი წარმატების ფუნდამენტია. როდესაც ენერგეტიკული ბაზრის ფასები ძალიან მაღალია, ენერგეტიკულ საზოგადოებაში/კოოპერატივში მონაწილეობა ფიქსირებული ან საკმაოდ სტაბილური ფასებით ეხმარება ბიზნესს უფრო პროგნოზირებადი გახდეს (როგორც მყიდველი ან მომხმარებელი).
… თქვენ აძლიერებთ საზოგადოების სულისკვეთებას და რეგიონულ ერთიანობას
თქვენ ხდებით მეზობელი საზოგადოების ნაწილი. ეხმარებით ერთმანეთს განახლებადი ენერგიისგან მაქსიმალური სარგებლობის მიღებაში. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ განახლებადი ენერგიის საზოგადოება ენერგეტიკული ბაზრისგან განცალკევებული ფასების სისტემით. თუ თქვენ განსაზღვრავთ ენერგიის ფასებს, რომ იყოს ოდნავ უფრო მაღალი ვიდრე ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციის ხარჯები, შეგიძლიათ დაიცვათ ერთმანეთი ფასების რყევებისგან. შეხვედრებზე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა წევრებს. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, დაწყებული იურისტით დამთავრებული ელექტრიკოსით და ყველას შეუძლია მხარი დაუჭიროს საზოგადოების განვითარებას თავისი ინდივიდუალური უნარებით.