• Skip to primary navigation
  • Skip to main content
SHAREs Logo
საინფორმაციო პორტალი საქართველოში
ენერგეტიკული გაერთიანებები
  • გამოყენება
    • საუკეთესო პრაქტიკა
    • ვიდეოები
    • სიახლეები
  • მიიღე ინფორმაცია
    • პროექტის კონცეფცია
    • დაფინანსება
    • კანონმდებლობა
    • ხშირად დასმული კითხვები
  • შეაფასე
    • შეფასების ინსტრუმენტები
    • გზამკვლევი
    • სურათების ბაზა
  • წევრების მიღება
    • სამიზნე ჯგუფის პროფილები
    • წევრების ტიპები
    • ძირითადი გზავნილები
    • დამხმარე მასალები
    • კომუნიკაცია
  • გააქტიურდი
    • როგორ დავიწყოთ
    • განსაზღვრეთ თქვენი პროექტი
    • მიიღე მხარდაჭერა
  • Show Search
Hide Search
Home/ძირითადი გზავნილები/ფინანსური სარგებელი

ფინანსური სარგებელი

© Bru-nO / 5586 images

გააკეთე სწორი და მდგრადი არჩევანი!

ინვესტიციების განხორციელება განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის პროექტებში, ასევე მოქალაქეების მიერ ორგანიზებულ ენერგეტიკულ ქმედებებში მონაწილეობის მიღება ნიშნავს იმას, რომ:

… თქვენ უფრო დამოუკიდებელი გახდებით ენერგიაზე ფასების ცვლილებისგან

ენერგეტიკულ გაერთიანებაში წევრები დებენ კონტრაქტს, რომელშიც ისინი თანხმდებიან ენერგიის შიდა ფასებზე. მაგალითად, მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ სტაბილურ ფასებზე, რომლებიც დაწესებულია ინსტალაციისა და ადმინისტრირების ხარჯების დასაფარად და არ იცვლება ენერგეტიკული ბაზრის მიხედვით. ეს აძლევს ყველა წევრს (მწარმოებელს და მომხმარებელს) ფასების სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ასე რომ მათ იციან რა ეკონომიკურ ფაქტორებს უნდა ელოდონ შემდეგ წლებში.

… თქვენ ამცირებთ თქვენს ენერგეტიკულ ხარჯებს, შესაბამისად ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება გამართლებულია

ერთობლივი ინვესტიცია განახლებად ენერგიაში ან ენერგოეფექტურობის ღონისძიებებში ამცირებს ხარჯებს ფიზიკური პირებისთვის, მაგ. მწვანე ენერგიის წყაროდან მიღებული ელექტროენერგიის, საიზოლაციო მასალის, PV პანელების და ა.შ. შესყიდვების ჯგუფის შექმნით. გარდა ამისა, დამონტაჟების ან განხორციელების შემდეგ, მიღებული ზომები გეხმარებათ დაზოგოთ ხარჯები ან მოიხმაროთ ნაკლები ენერგია, ან გამოიმუშავოთ ენერგია საკუთარი მოხმარებისთვის. ინვესტიციებს ენერგოეფექტურობის ღონისძიებებში და განახლებად ენერგიებში დღესდღეობით აქვს მნიშვნელოვნად მცირე უკუგების პერიოდი.

… თქვენ ისარგებლებთ ხელმისაწვდონი ფინანსური მხარდაჭერით, გამოიყენეთ მომენტი

როგორც წესი არსებობს სუფთა ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის წახალისების სხვადახვა მექანიზმები სხვადასხვა ქვეყნებში.

… თქვენ გაზრდით საკუთარი ქონების ღირებულებას მწვანე ენერგიაში ინვესტირებით

სულ უფრო მეტ ადამიანს სურს გახდეს ენერგოდამოუკიდებელი. ენერგოეფექტური სახლი სადაც განახლებადი ენერგიის გამომუშავების მოწყობილობა იქნება დაყენებული უფრო მიმზიდველს ხდის მას პოტენციური მყიდველებისთვის.

… შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ თქვენი (მდგრადი) ინვესტიციის ფასეულობაში და ელოდოთ გარანტირებულ შემოსავალს

განახლებადი ენერგიის/ენერგოეფექტურობის ღონისძიებებში ინვესტიციით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ კლიმატის დაცვაში და უზრუნველყოთ თქვენი დანაზოგის ღირებულება. განსაკუთრებით ენერგორესურსების ამჟამად ძალიან მაღალი ფასების გათვალისწინებით, ისინი შემოგთავაზებენ მაღალ ანაზღაურებას თქვენს ინვესტიციაზე. როგორც პროსუმერი, თქვენ უზრუნველყოფთ თქვენს ხელმისაწვდომობას მწვანე ენერგიაზე.

საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია

www.aypeg.ge

 

 

  • Facebook
  • LinkedIn
EU Funding Logo
  • პროექტის შესახებ
  • კონტაქტი
  • Imprint & Disclaimer