• Skip to primary navigation
  • Skip to main content
SHAREs Logo
საინფორმაციო პორტალი საქართველოში
ენერგეტიკული გაერთიანებები
  • გამოყენება
    • საუკეთესო პრაქტიკა
    • ვიდეოები
    • სიახლეები
  • მიიღე ინფორმაცია
    • პროექტის კონცეფცია
    • დაფინანსება
    • კანონმდებლობა
    • ხშირად დასმული კითხვები
  • შეაფასე
    • შეფასების ინსტრუმენტები
    • გზამკვლევი
    • სურათების ბაზა
  • წევრების მიღება
    • სამიზნე ჯგუფის პროფილები
    • წევრების ტიპები
    • ძირითადი გზავნილები
    • დამხმარე მასალები
    • კომუნიკაცია
  • გააქტიურდი
    • როგორ დავიწყოთ
    • განსაზღვრეთ თქვენი პროექტი
    • მიიღე მხარდაჭერა
  • Show Search
Hide Search
Home/ძირითადი გზავნილები/ღირებულებები

ღირებულებები

© JillWellington / 2046 images

მიიღე მონაწილეობა მწვანე გარდაქმნაში!

ინვესტიციების განხორციელება განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის პროექტებში, ასევე მოქალაქეების მიერ ორგანიზებულ ენერგეტიკულ ქმედებებში მონაწილეობის მიღება ნიშნავს იმას, რომ:

… თქვენ ამცირებთ ნახშირორჟანგის ემისიას

თქვენ ამცირებთ ნახშირბადის გამოყოფას საკუთარი განახლებადი ენერგიის გამომუშავების მოწყობილობებში ან ენერგოეფექტურობის ღონისძიებებში ინვესტიციით, ან ენერგეტიკულ საზოგადოებაში გაწევრიანებით.

… თქვენ აქტიურად ხართ ჩართული მწვანე გარდაქმნის პროცესში

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ აქტიური მონაწილეობა პოლიტიკოსების მოქმედებების ლოდინის გარეშე. შექმენით გზა ენერგეტიკული გადასვლისკენ, დიდი ცვლილებები მოდის ქვემოდან ზევით – ხალხისგან.

… თქვენ ქმნით თქვენი შვილებისა და შვილიშვილების (ენერგეტიკულ) მომავალს

განახლებადი ენერგიის რეგიონული ან ადგილობრივი წარმოების გაძლიერებით, თქვენ უზრუნველყოფთ, რომ თქვენს საზოგადოებას ქონდეს წვდომა ხელმისაწვდომ ენერგიაზე მომავალში. სისტემის ცვლილება არ შეიძლება მოხდეს ერთ ღამეში. ამიტომ, განახორციელეთ ინვესტიცია განახლებად ენერგიებში და ენერგოეფექტურობაში ახლა, კლიმატის ცვლილების შესამცირებლად და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მომავალი თაობებისთვის.

… თქვენ იცავთ ჩვენს კლიმატს/გარემოს და ცხოვრების ხარისხს

არასდროს არ არის გვიანი და არცერთი ძალისხმევა არ არის ძალიან მცირე, რომ გავლენა მოახდინოს ჩვენს მომავალ ცხოვრების ხარისხზე. გლობალური დათბობის ყოველმა 0,1°C შეიძლება მასიურად შეცვალოს სამყარო, რომელშიც ჩვენ ვიცხოვრებთ

… თქვენ მხარს უჭერთ მწვანე ტრანსფორმაციას ევროპაში – მოქმედების საუკეთესო დრო არის ეხლა

ჩვენი საზოგადოების მიზანი არის გახდეს კარბონ-ნეიტრალური. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში – მოვიხმაროთ ენერგია ეფქტიანად და ვაწარმოოთ ენერგია განახლებადი ენერგიის წყაროებიდან

საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია

www.aypeg.ge

 

 

  • Facebook
  • LinkedIn
EU Funding Logo
  • პროექტის შესახებ
  • კონტაქტი
  • Imprint & Disclaimer