
Find our white label material for this action: Communication content plan
1შეარჩიეთ ყველაზე შესაფერისი სოციალური მედია თქვენთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივ ჯგუფებთან საკომუნიკაციოდ
ეს საკმაოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. შესაძლოა თქვენ უკვე იცით ვინ არის თქვენი სამიზნე ჯგუფი და რომელ სოციალურ პლატფორმაზე შეიძლება რომ იპოვოთ ისინი. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ საშუალება აარჩიოთ ისეთი სოციალიური არხი, რომელიც თქვენთვის კომფორტულია.
Facebook – ყავს დიდი რაოდენობის მომხმარებელი და მცირე ბიზნესი ზოგჯერ იყენებს მას ვებგვერდის ნაცვლად.
LinkedIn – ხშირად გამოიყენება ბიზნესისთვის და სამსახურებრივი მიზნებისთვის, ამიტომ თქვენი საქმიანობის აქ განთავსება შესაბამისი იქნება.
Twitter only allows you to post messages (tweets) of up to 280 characters (the restriction has changed over time), so the trick is to keep your messages short and interesting (though not misleading) and to link frequently to content outside of Twitter.
YouTube – არხი, სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ ვიდეოები და დაუკავშიროთ/გააზიაროთ ისენი სხვა სოციალური მედიის არხებზე. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება შრომატევადი იყოს ამ ვიდეოების მომზადება.
Instagram – ეყრდნობა ვიზუალურ მხარეს. თუ თქვენ გაქვთ ლამაზი ფოტოები, განათავსეთ.
2სოციალურ მედიის პლატფორმებზე შექმენი ანგარიში შენი ენერგეტიკული გაერთიანებისთვის
მიაწოდეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის ბმული თქვენს ვებგვერდზე, თუ ეს შესაძლებელია
3 შეავსეთ სოციალური მედიის პლატფორმაზე თქვენი გვერდი საინტერესო ინფორმაციით და განახლებული ინფორმაციებებით
გაითვალისწინეთ, რომ სოციალური მედიის წარმატებული ანგარიშები მოითხოვს რეგულარულ განახლებას და მოვლას. დარწმუნდით, რომ ყოველთვის პასუხობთ შეტყობინებებს, კითხვებსა და კომენტარებს, რათა შექმნათ ურთიერთქმედება თქვენსა და ენერგეტიკული საზოგადოების პოტენციურ ახალ წევრებს შორის.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს სამიზნე ჯგუფთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ სოციალური მედიის საშუალებით, მაგრამ თქვენ არ გაქვთ რესურსი ანგარიში რეგულარულად განაახლოთ, შეგიძლიათ უბრალოდ მიუთითოთ ძირითადი ინფორმაცია თქვენს პროექტზე თქვენი კონტაქტით და განათავსოთ ბმული თქვენს ვებსაიტზე, თუ ეს შესაძლებელია ან უბრალოდ თქვენი ძირითადი საკონტაქტო ინფორმაცია.
ზოგიერთი სოციალური მედიის პლატფორმა გთავაზობთ დახურული ჯგუფების შესაძლებლობას. ეს შეიძლება იყოს ვარიანტი, რომ თქვენს წევრებს მისცეთ განცდა საზოგადოების წევრობის და ქონდეთ საშუალება გაუზიარონ ინფორმაცია და იდეები ერთმანეთს.
4გაუგზავნეთ მოსაწვევი თქვენს სამიზნე ჯგუფს რომ გახდნენ თქვენი გვერდის გამომწერები
მნიშვნელოვანია რომ სანამ მოწვევას გააგზავნოთ თქვენს აგნარიშზე შექმენათ საინტერესო და შთამბეჭდავი კონტენტი. თუ ვინმე ეწვევა თქვენს გვერდს და მასზე არ იქნება საინტერესო ინფორმაცია ასახული, ან საინტერესო კონტექტის ნაკლებობა იქნება, ნაკლებად სავარაუდოა რომ ეს ადამიანი ისევ ეწვევა თქვენს გვერდს.
მოძებნეთ ჯგუფები / ანგარიშები, სადაც თქვენი სამიზნე ჯგუფი ჩართულია. დაიწყეთ მათი გამოწერა ან გააგზავნეთ მოთხოვნა, რომ ყურადღება მიაქციოთ თქვენს პროექტს. ამით შეგიძლიათ მოიწვიოთ თქვენი სამიზნე ჯგუფი, რომ გახდნენ თქვენი ანგარიშის გამომწერნი. განსაკუთრებით, შეეცადეთ შექმნათ ნაკლებად დატვირთული მაგრამ ინფორმაციული შინაარსი/კონტენტი, რომ მიიპყროთ თქვენი სამიზნე ჯგუფის ყურადღება და მოტივაცია მიეცით მათ გაიგონ მეტი თქვენი პროექტის შესახებ.
5შექმენით პროექტის ჰეშთეგი
ბევრი სოციალური მედიის პლატფორმა, როგორიცაა twitter, Instagram და Facebook, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოძებნონ თემები / საკვანძო სიტყვები მარკერების გამოყენებით რომელსაც ეძახიან ჰეშთეგს. თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ჰეშთეგები თქვენს პოსტებში, რომლებიც ეხება თემას, როგორიცაა:
- #energycommunity
- #renewables or #renewableenergy
- #collectiveaction
- #energyefficiency
თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ პროექტის უნიკალური ჰეშთეგი, რომლის გამოყენებაც ყველას შეუძლია თქვენი პროექტის მოხსენებისას, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ პოსტებს სადაც თქენს პროექტებს მოიხსენიებენ. შეამოწმეთ, არის თუ არა ეს ჰეშთეგი გამოყენებული, სანამ პირველად გამოიყენებთ მას.