• Skip to primary navigation
  • Skip to main content
SHAREs Logo
საინფორმაციო პორტალი საქართველოში
ენერგეტიკული გაერთიანებები
  • გამოყენება
    • საუკეთესო პრაქტიკა
    • ვიდეოები
    • სიახლეები
  • მიიღე ინფორმაცია
    • პროექტის კონცეფცია
    • დაფინანსება
    • კანონმდებლობა
    • ხშირად დასმული კითხვები
  • შეაფასე
    • შეფასების ინსტრუმენტები
    • გზამკვლევი
    • სურათების ბაზა
  • წევრების მიღება
    • სამიზნე ჯგუფის პროფილები
    • წევრების ტიპები
    • ძირითადი გზავნილები
    • დამხმარე მასალები
    • კომუნიკაცია
  • გააქტიურდი
    • როგორ დავიწყოთ
    • განსაზღვრეთ თქვენი პროექტი
    • მიიღე მხარდაჭერა
  • Show Search
Hide Search
Home/კომუნიკაცია/პირადი კომუნიკაცია

პირადი კომუნიკაცია

თქვენი პირადი ურთიერთობა სასარგებლოა სამიზნე ჯგუფებისთვის, რომლებსაც სურთ გაიცნონ პროექტის განხორციელების უკან მდგომი ადამიანი. მათთან პირად კომუნიკაციაში ჩადებული დრო დაგეხმარებათ იპოვნოთ ენთუზიასტი წევრები, ან ინვესტორები თქვენი ენერგეტიკული გაერთიანებისათვის.

თან იქონიეთ საქაღალდე სადაც განთავსებული გექნება ინფორმაცია პროექტის შესახებ ყველა ტიპის შეხვედრაზე, როგორი არაფორმალურიც არ უნდა იყოს.

©StartupStockPhotos / 122 images

გამოიყენე დამხმარე მასალები პროექტის წარსადგენად

1 მოიძიეთ თქვენი პროექტისთვის ყველა მისაღები მიზნობრივი ჯგუფი

თვითმართველობა: იპოვეთ თქვენს მუნიციპალიტეტში ის ადამიანი ვინც პასუხისმგებელია ენერგეტიკის საკითხებზე ან დაუკავშირდით პირდაპირ მერს.

ადგილობრივი პოლიტიკოსები: თქვენ შეგიძლიათ კონკრეტულად მოძებნოთ თქვენს რეგიონში  პოლიტიკოსები, რომლებიც ჩართულები არიან და მხარს უჭერენ განახლებად ენერგიას. ეს თქვენს პროექტს უფრო მიმზიდველს გახდის მათ თვალში.

ასოციაციები – მოძებნეთ შასაბამის პროფილის მქონე ასოციაცილები თქვენს რეგიონში. ეს შეიძლება მოიცავდეს: სახანძრო ბრიგადას, კულტურულ ასოციაციებს, სპორტულ კლუბებს, რელიგიურ სუბიექტებს, გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებს, სანადირო კლუბებს და ა.შ.შ  იფიქრეთ თქვენს მხარეში რეგიონული ერთიანობისთვის ცნობილ ნებისმიერ ასოციაციაზე, რომელიც შეიძლება დაინტერესდეს თქვენი პროექტით.

ფერმერები: მოიძიეთ ტრადიციული ან ორგანული ფერმერები თქვენს რეგიონში ვისაც შეიძლება ქონდეს მიწა და ფლობდეს შენობებს.

მცირე და საშუალო საწარმოები: მოიძიეთ მცირე და საშუალო საწარმოები თქვენს რეგიონში. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მცირე და საშუალო საწარმო, თუნდაც ადგილობრივი პატარა საცხობი.

2 დაეკონტაქტეთ

პირადი კომუნიკაცია და დაკონტაქტება ძალიან ინდივიდუალურია. ადამიანები შეიძლება განსახვავებულად რეაგირებდნენ ურთიერთობების მეთოდზე. მაშინ როდესაც ზოგ ადამიანს შეიძლება ერჩივნოს რომ ძირითადი ინფორმაცია მიიღოს წინასწარ (მაგალითად მეილით), სხვებისთვის ბევრად უფრო დამაჯარებელი შეიძლება გახდნენ სპონტანური საუბრებით.

თუ იცნობთ პოტენციურ „სამიზნე ადამიანს“  პირადად, აირჩიეთ ისეთი მიდგომა რომელსაც თვლით ყველაზე მისაღებად.

  • ელექტრონული ფოსტა/ტელეფონი: დაუკავშირდით პოტენციურ წევრს ან ინვესტორს მეილის საშუალებით ან დაურეკეთ.
  • პირდაპირი დაკავშირება: თუ უკვე გაქვთ პირადი კონტაქტი, ესტუმრეთ უშუალოდ საწარმოებს ან ასოციაციებს, თან იქონიეთ ფლაერები და თხოვეთ რომ მათთან გსურთ გასაუბრება.
  • ღონისძიებები: გარდა ამისა, თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა სოფლის ბაზრობები, ფერმერთა ბაზრები ან სხვა ღონისძიებები, რომლებზეც ფიქრობთ, რომ თქვენი სამიზნე ჯგუფები დაესწრებიან. გამოიყენეთ ასეთი შემთხვევები მათთან დასაკავშირებლად.
  • სოციალური მედია – დამატებით, იფიქრეთ ნებისმიერ კომუნიკაციის საშუალებაზე, რითიც შეიძლება რომ დაუკავშირდეთ, მაგალითად  – სოციალური მედიის საშუალებით.
3შემდგომი მეთვალყურეობა

თუ თქვენ მიიღებთ დადებით გამოხმაურებას, შეათანხმეთ შეხვედრა, სადაც უფრო დეტალურად აუხსნით თქვენს პროექტს.

საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია

www.aypeg.ge

 

 

  • Facebook
  • LinkedIn
EU Funding Logo
  • პროექტის შესახებ
  • კონტაქტი
  • Imprint & Disclaimer